ღამე


გადმომხედე სულთა მკრებელო, სიკეთისა მაუწყებელო, გათენდა დილა, მარტო ვიღვიძებ, ობლად დარჩენილი სევდას ვივიწყებ, 

ამოვიოხრებ და გეტყვი ამბავს, სადაც მგოსანი მოველი განგმირვას. არ ვერიდები მე თავგანწირვას, ვერცერთი მოკვდავი ვერ დამინახავს. 


მე ხვალე ვიგემებ, ფათერაკს, ღალატს, სულიერ ობლობას, უსაზღვრო ტანჯვას. ხვალ დამედება დიდი ნადები,

სადღაც ასტრალში გადავვარდები. მეთუსელაჰის ვარსკვლავს ვადგები, ვუყურებ, მარტოა, სცივა, ზედ, თავზე, უწყვეტი თოვლი სცვივა.

არ დამთავრდება ღამე არასდროს? არ შემომხედავს მზის სხივი მწარედ? არ გამიღიმებს ნამტირალები? ფრიად ნაწყენი, განამწარები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი