კაცთა ვაება
მტკვარში დამხვრჩვალი მივემართები მკვდარი, მკვდარში ჩამძახებს მეამიტი მტკვარი, სულაც არ გლოვობს, ა, ცოტას დარდობს, მორიგი მასსა დაიმოჩილა, მალე მივადგებით აღდგომას, მე არც კი ვფიქრობ ქრისტესგან განდგომას. ველოდები სიკვდილის დადგომას. ამაოდ, მივყვები მტკვრისა დინებას, ვაკვირდები მთვარის გამოვლინებას, კაშკაშა სავსეა, გამოანათებს ჩვენს ნადიმობას. გამოანათებს ტურათა ნადირობას, უფ! ყურში ჩამესმის მათი კივილი, რაოდენ მწარეა, რა ასატანია. სამების გუმბათს მოვკარი თვალი. ვიღაც ლანდთა სხდომაა იდუმალი. განიხილავენ, ბჭობენ, ფიქრობენ- ნუთუ რა არის გამოსავალი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი