ბუნტარი
ბუნტია ჩემი ცხოვრების არსი სხვა არაფრის მომწონებია ფასადი, აუგზაურში ვიძიებ გზას, პასუხს ვეღარ ვცემ საკუთარ თავს, ქალაქს შემოსსევია მრავალი ალქაჯი ცა კი ლაჟვარდობს ლონდონის სმოგში, პოსტ მოდერნიზმი ჩაანაცვლა აპოკალიპსმა, სიხშირე გაზარდა გულების თრთობის, ნუთუ რა არის გამოსავალი თუ არა დარდი და ჩივილი, სხვა რა შეგვიძლია დამჭკნარ პლებეებს, პირღია ვზივართ და შევყურებთ მოვლენებს, ზოგიც არ გვესმის, ზოგზე რას ვიზამთ? სხვა რა გზა რჩება გარდა ტანჯვისა, იარე თავზე, არვინ დაინდო, ვის რას პატიობ, ასეთი სურნელი მოსდევს ცხოვრების ყვავილს, უთმინე გრძნობებს, ფიქრის ნაკადებს ნემსის ნაჩხვლეტს რომ წააგავს. მოკალი სული, დაგმე პროგრესი უარყავი ყოველი მცნება შეურაცხვე ყოველი ახალი, იჯექი, უყურე მთვარის ნათობას, ჭამე ხორცი და დალიე ღვინო, დაე ფერფლად იქცეს ყოველი ზამთარი სადაც პროგრესის იდეამ დაგვიგო ხაფანგი. ნუთუ არ ჯობდა ოთხ ფეხზე გვევლო არ იქნებოდა ის ოთხი პრობლემა რომელიც ყელს გვიხრჩობს, იქნებ მეტია დათვალეთ აბა? რაღა აზრი აქვს ყოვლად წვალებას თუ ერთ მიწაში ჩავწვებით ყველა? უარყვე ყოველი დაგმე ყოველი, იყოს ეს შენი ნამდვილი მცნებები, ამოიოხრებს ჭურში მცხოვრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი