ჰეი საქართველო!


ჰეი საქართველო! რა დაგმართნია, რა დამართნიათ შენს შვილთა შვილებს, სად წაგვიყვანა წუთუსოფელმა, საით მივყავართ ვერ გამიგია.

ელდა დამეცა ამის შემყურეს, უტიფართა როკვას ვუყურებ, სულ დავივიწყეთ ხმალი ნაწრთობი, სულ დავივიწყეთ ჩვენი ლირიკა.

ბოროტთა პლეადას გაუმარჯვია, 
ვზივარ და ვუსმენ გამარჯვობის უთქმელ ბაქიას, სიტყვათა თამაში სულ სხვა ტემპშია, ცხოვრების გემი სულ სხვა ფერშია. 

უზნეოდ, გრაფიკში, დაეხეტებით დუმნისთავმა დაგიმორჩილათ, საცაა ბაზარს შეეფარებით, მე კი ამ ბაზარს მოვშორებივარ, შეგყურებთ ხალხნო! ვარდისფერ ლანდებში. 
 
ამ უზნეობას ტკბობა მოუკლავს.
სიყვარულმა დატოვა სული. 
დატოვა სული მცირე იმედმა.
გამოხმაურდა მორიგი პიესა. 

პიესა პატარა, დაქსაქსულია,
მსახიობი მას მრავალი ჰყოლია, 
ყველა ჩაფლული თავის თავშია, ჰგონიათ რომ ეს თამაშია. 

ამოვიოხრე, რაღაც ვიღონე, ერთი ვუთხარი, ერთი ვაჩვენე, აიღეს ქვა და თავში მესროლეს, წამოსვლამდე კი ცოტა ვიომე.

მარაო მაფრქვევს ამაოებას, ვკარგავ აზრს და ვკარგავ გონებას, მე ეს სამყარო მიცრუებს გულს, მირევს გონებას, მიყუჩებს სულს. 

ჰეი საქართველო! შენმა შემყურემ დავკარგე ყოველი, გარდა იმედის, იმედი ბოლოა, ასეა ნათქვამი, რომელიც განაგდო მწირე გოგონამ.
მაშ თუ ასეა, მე თვალს გადევნებ. გადევნებ თვალს, როცა ბუდ მე ვიქცევი, ხის კენწეროზე მოვკალათდები, შენთვის ვილოცებ! არ მოგეშვები! შენთან ვიქნები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი