აღსარება-მონანიება


დავდივარ წელში მოხრილი, ცოდვებით დამძიმებული, მრავალი კაცი მომიკლავს, მრავალი გამიწირია, 

დავეხეტები ამაოდ, ყელზე საბელი მკიდია, მგლობა მინდოდა,ვინანე , ზედმეტად რთული ყოფილა, დროს მოლოდინში იმედით, ჩაფიქრებულმა ვიარე,

მე სიყვარული მეწადა, სიძულვილ ვიქმ და ვინანე, 
გამოვიარე გზა დიდი, მრავალსა რამეს შევხედე, წუთისოფელი ამაო, ჩემი გულითა ვიხილე, 

პირუტყვად გადამაქცია, ინსტინქტა მონა-მორჩილად, ჩემს დამძიმებულ თვალებზე ყოველი აუსახვია. 
 
კაცის გონება რთულია, დიდ ლოდს დაატარებს, ყოველი ვალდებულია მრავალ ცდუნებას არ აყვეს.

ღმერთო, გთხოვ ღირსად ჩამთვალე, გთხოვ უფრო მეტი დამტანჯე, გთხოვ მეტი გამომატარე, გთხოვ მეტი მე შემაყვარე, მე შენს წინაშე ქედს ვიხრი, რამეთუ ასე სჭირია, გთხოვ ამარიდე ნაძრახსა, ყოვლად ამაო სიცოცხლეს, სიკეთე დამათესინე და სიყვარულის  ქადაგში ენა მე გამალესინე….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი