საღამოს ჟამს
საღამოს ჟამს მე მუდამ მადგება ის ერთი რაზმი შავთა ყორანთა, შიშს აღარა ვგრძნობ, არცა იდუმალს, უფრო ცდუნებას გულში მორბენალს. თქვენ ეს არ გესმით, არცა გწადიათ რამე გაიგოთ. საღამოს ჟამში მე ვარ მხედარი, დავქრივარ ჯვრით და მაზის ყორანი, აღარ მწადია თქვენი ტრაპეზი, გავურბივარ ერს, მარტოობას მიველტვი. საღამოს ჟამს მე შენ მიყვარდები, ხანაც მთვარე ხარ, ხან მზე ნათელი, ფხიზელს, ნამთვრალევს სულ მელანდები, ვერ დავმარცხდები, არ დავმარცხდები. მე კი უბრალო, უნიჭო ქურდი ვარ, დავეხეტები თბილისის ქუჩებში, ხშირად ტაბიძე, ბარათაშვილი, ირბელიანსაც ხან შემოვუვლი, თუ გინდ მომკალი არა მწადია ამაღლებაზე გავლა-გამოვლა. იქ ბოროტ ჟანდარმთა დიდი რაზმია, რომელსაც უთუოდ გამოცექცევი, მაგრამ ვაითუ დავკარე საგზალი, ვაითუ მარტოდ დავრჩი მე სასიზღარი. მთაწმინდაზე ლაპარაკი უთუოდ ძნელია, ის არ მინახავს, არ მიგემია, შიში მომგვარა მისმა დიდებამ, კოშმარად იქცა მისი ხსენება, დამავიწყა ყოველი ემბლემა. ემბლემა კეთილის ემბლემა ბოროტის, ყოველივეს ღონე უკარგავს, როცა ასულა ამ დიდ სცენაზე, რომელსაც მაყურებელი ფრიად ცოტა ყავს, მაგრამ რამხელა, თანაც როგორი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი