მივემგზავრები ხვალინდელ დღეში
მივემგზავრები ხვალინდელ დღეში ჩარჩოები მიფართოვდება ჯერ ერთ რამეს ვფიქრობ, მერე მეორეს, ამხანაგი მოდის და მაფხიზლებს. დიალოგია ორ ინდივიდს შორის , დაგეგმვის დრო მოვიდა სხვათაშორის, ვცდილობ, რომ ბოლომდე გავწელო მომენტი, ჯერ ერთ რამეს ვფიქრობ, მერე მეორეს, ამხანაგი მოდის და მაფხიზლებს, დღეგრძელ რეფრენში მივექანები, უგზოუკლო ველზე მივემგზავრები, ბარს დაჰფენია მცირე ბალახი, ჰორიზონტს მოსდევს ელფების ანბანი. მემგონი მოვიდა ზამთარი სუსხმა განვლო სხეულის ანძაში , მოვიდა დრო, რომ დავანთო კოცონი, მივუჯდე ახლოს და ვიფიქრო ამბავი, ჯერ ერთ რამეს ვფიქრობ, მერე მეორეს, ამხანაგი მოდის და მაფხიზლებს, კითხვას დამისვამს რა დაგმართნია? გულზე დაღი ხომ არ დაგვარდნია? ისევ ჩავყვინთავ კოსმოსის ველში, ჩემს ერთ კითხვახე პასუხს მოველი, როგორი იქნება დღე ხვალინდელი? აშკარაა, რომ ბევრია საძიებელი, თბილად ჩავწვები, საბანს მოვირგებ და ამ ელფერ საღამოს მოვიფენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი