ნამთვრალევს


ღამე ნამთვრალევს შემომერია ნაშთი შავი, მეამიტია, მომაკვდინებელი, ავი, დავეხეტები, იქით-აქეთ არ მშორდება, არ მაშორებს თვალებს.
ვითარცა დრაკონი მიყურებს მგზავრი, უცნაური შავი.

მეუბნება დავდგათ პიესა, დავიცვათ არისტოკრატთა დიდი ღირსება. რა დაგვრჩენია მოკვდავ მოძმეებს, ვზივართ და ვიგონებთ პოემებს. 
ის ერთი ნაშთი მაწუხებს ფრიად. მზის შუქზე არ 
მესალმება ღიად
. ღამე გაღვიძებულს, მოდის, ხელს მართმევს, მიყვება ამბებს, და აი ასე ვათევთ ღამეებს. 
მე კი მარტო ვარ, ყოველთვის მარტო, მიყურებს ცა და ვუყურებ მარტოდ. თვალები ჩამშავებია დაღლილს, დაქანცულს, ველოდები მშვიდობას, მოველი ნაკადულს. 

ხანაც ბუ მოვა, ხანაც ყორანი, დასახლდებიან, მორიგეობენ. მე კი შევცქერი მომავალ მუზას, მოჰფენია მუმლი დიდ მუხას, დიდხანს დგას მყარად მაგრამ ეცემა. რა ამაოა, კატასტროფაა.ის შავი ნაშთი, ღამის მეგზური,

კვლავ ააჟღერებს ძველ მელოდიას,
და როცა ვფიქრობ, რომ დადგა დრო,
მუზა ჩურჩულით მეტყვის: „კომედიაა...“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი