ჩემი გული
ჩემი გული ლამპარია, ღამეს დააქვს თან, არავის არ აბარია, მარტოხელა დგას, ჩემი გული ამაყია, არავის არ ჰგავს, დაუძახეს, დაამძიმეს, დაამსგავსეს დათვს, არავის არ მივენდობი, არ ვუყადრებ თავს, ვით ბულბული გავფრინდები დაგივიწყებთ ხალხს, გაბრჭყინდება არემარე გადავავლებ თვალს, სიოს ვირგებ, ვიფენ, და ვუფერებ თავს, ჩემს ტფილისის ყურებაში მივეცემი ლანდს, არავის არ დაგივიწყებთ ნუ იფიქრებთ ამას, მაგრამ ჩემი ბედი არის გავექცე ამ ამბავს. თქვენ თუ ფიქრობთ, ბოროტება დაამარცხებს თამარს? ბოროტების ანტონიმი სიყვარული გახლავთ, სიყვარული გავიწყდებათ სხვა კი მუდამ დაგაქვთ, მოაფრქვევთ ჩვენს დედამიწას ყველას ერთის გარდა. საწუთროს თავს არ ვუყადრებ, არც ვუყვარვარ, არც მძაგს, როცა იგი გზასა უხვევს მე ვუხვედრებ ლაშქარს, დიდი ბრძოლა მიდის, არ ვინდობთ ამ ყაჩაღს, გულიდანა გამოვისვრი, ვითარც ვიღაც ლაჩარს. გვერდზე მიდგას ერთი ბრძენი, გვარად არის ის ბერძენი, ვიღაც ბნელი კაცი ჭადრაკს ეთამაშება, სიკვდილი ვარ ეუბნება, ჩემთან არ გეკადრება! გაგისვრი და გადმოგისვრი, სულ არ მოგეჩვენება! ჩვენი პატარა გუმანი, მხოლოდ სიცილსა გვკარნახობს, სხვა რა გზა დაგვრჩა- ვიცინით, გული არ გაგვიღატაკოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი