მყინვარწვერი
კვდომა როცა დაიბადა, დაიბადა სინათლე. ღმერთო! მე გთხოვ გადმომხედე და გზა მე გამინათე, აღარ დამრჩა არაფერი, მითქვამს, ბევრი ვიარე, მთად მე ქცევა მოვინდომე, ვიქეცი და ვიამე. მოვა დრო და გაიღვიძებს ერთი დიდი სიავე, ღამე რომ დაისადგურებს, ვერ მიხილავთ რიჟრარზე, სული დამაქვს ორი ხელით, სიკვდილის ვარ მიჯნაზე. მარადისად ვინ იქცევა? ვის ერგება სიქველე, გზა რომ არის გასავლელი არ იქნება სიახლე. დაძინებით ვერ იძინებს, ფიქრობს, სულ მოიაზრებს, გზას რომ გავა არ იღლება. სტეპებში რომ აღმოჩნდება შეხედავს ის მთვარეს, მდუმარებით გაიღიმებს, გაიზრდება მალე, არავის არ ემალება, არავის არ ავნებს, მხოლოდ წიგნად დაატარებს ზეკაცთ მცნებებს თანვე. შეხედეთ მის სუფთა სახეს, სევდით არის სავსე. თვალებს როცა ვუკვირდები სხვაგან არის, მწვერვალზე, შეჰყურებს ის დიდ ღრმა ღრუბელს, ნეტავ ხედავს ვინმეს? ქვემოთ რომ ჩამოიხედა მხრებზე იდებს ხელებს. არაფერი ელანდება, ყველაფერს ის იტევს, როცა მასთან ახლოს მივალ ზღვისფერსა ის იძენს. არაფერს არ ემალება არ იძიებს მხილველს. პარადოქსი გეგონება, ყველაფერს ის იტევს, ცოტა დრო რომ გავა უნეტარეს სურნელს იძენს. ზემოთ როცა იხედება, ნეტავ ვისკენ იწევს, ვინ არის ის იდუმალი ვინც მას გამოიწვევს, თითქოს ცივა და თან თბილა ვერაფერს ვერ ვიგებ. გრძნობა რომ გამეზიარა არ გამოვიდოდა, ამიტომ მე მაცქერალი მდუმარებას ვირჩევ. ის კი ვისზეც სიტყვა შევთხზი, იესოსა ირჩევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი