უდაბნოს ეფემერა


აქლემი მოჰქრის უდაბნოსფერი,
საცაა ლომად გარდაიქმნება,
მზის სხივი ეცა, დაღლილს
დაქანცულს, მალე იგი ოაზისს ეცემა
ხელმწიფობა ეწადა მარად,
ვერ ეგუება უღირსი მხედრის 
ხასობას ალბათ, გამოიღვიძებს, 
დამძიმებული კუზით მუხლებს ძალით მოიდრეკს,
ბნელ ცას შეხედავს პანტერად დახატულს,
ნატრობს კატობას, შესცქერის ნაკადულს,
გახედავს მთვარეს, ავაზად ნაქებს,
იმ ლამაზ ჭორპლთა მრავალ ანარეკლს.
აქლემი დუმს, კუზის მიგდება სწადია მარად.
საბელს აბამენ, სამდურავია. გიჟს ემსგავსება
საწყალი აქლემი, სულ სხვასა ნატრობს სულ სხვა 
სწადია. 
ფათერაკია მისი არსობა, დროის ტალღა წარღვნის,
თან წარიყვანს. რა გააკეთოს საწყალმა აქლემმა,
თავისი სული რით მოიყუჩოს.
ფიქრობს ამას და თან ელანდება დიდ ფერთა გამა,
როკვა-ჩვენება. თავს იგი ასწევს გუბეს დახედავს, 
ვგონებ საცოდავს წყალი სწადია.
მაგრამ სხვა არის მისი წუხილი,
სულ სხვა წყალშია ის ბედშავია.
ჰორიზონტს მოსჩანს, რაღც რაშია,
უდაბნოს ფერის სრულ კონრასტშია,
აქლემსა საწყალს ელდა დაეცა,
იფიქრა, მომჩვენებია მე ფათერაკს,
რაში არ ჩქარობს, უახლოვდება, თან
მოაქვს თეთრი თოვლის ფიფქები.
დაბმულ აქლემს უყურებს ფიქრებით,
დამძიმებული შესცოდებია. შველასა 
ითხოვს გონჯა აქლემი. ბედაური ფრთებსა
მოისხამს მიჰქრის მჩატედ, მიჰქრის ნაზად,
ეგებება აქლემს ანაზდად, ფიფქებს ამთხვევს,
ეფერება. რა მოგსვლია მეგობარო - სიყვარულით
ეკითხება. -ვიღაც ავსა შევუპყრივარ,
დიდი არის საშიშია, ბოროტების მხედარია,
შავი სევდის მომგვრელია. ოაზისი 
ეს ლამაზიმ თვით ჯოჯოხეთი მგონია.
თეთრი რაში იმოსება დუმილით,
პასუხი არ უგებია, გამოსტაცა ხელი საბელს,
დიდი მარცხი აგემია, წამომდგარა
აქლემ ზეზე, თვალი ლხინით ავსებია,
უმადლობა ჩაეხუტა გულის სევდა გააყოლა.
მოსულა ის ავაზაკი, აქლემისთვის უკითხია:
- ეს  ვინ არის, თეთრი რაში? ამ უდაბნოს 
არ უხილავს. აქლემ შენ კი ეს საბელი 
რანაირად გაგიხდია, -აღარავარ მე აქლემი, 
საბელს კუზიც მივაყოლე, თეთრმა რაშმა 
ჩემი სული დაიხსნა და ვეამბორე.
ის დიდია, სუფთა არის, ფრთებით დაჰქრის,
მაღალია, მან არ იცის, შური, უღლი,
ბოროტების დამგდებია. დაამარცხა
შენი ენა, აწი ჩემი ძმისგულია. 
-მაშ მომგვარე შენი რაში ნუთუ
მართლა ასეთია? სასწაულად რომ 
ამხილე, ვითომ რისი გამბნევია? 
შეეგება კაცი თეთრ რაშს, ანარეკლმა
დააბნელა, სიბნელეში მიმავალმა
მიაბიჯა ნელა-ნელა, ბევრსა ფიქრობს,
ვერას ამბობს, მეგობრები მოუხმია, 
შესცქერიან ერთად ამ ორს, როგორც 
რაღაც მოჩვენებას, სიძულვილმა 
გაიღვიძა არ აპირებს იგი ამბორს.
როგორ თუ ეს თოვლის გუნდა უდაბნოსა
შერევია. მიეშურნენ ბედაურსა,
შემოჰყვირეს ერთი-ორი და ვითარცა
ურჩსა პირუტყვს დაუბნელეს დიდი გული.
აქლემი კი შემოაბეს ისევ ძველსა მწარე 
საბელს. მიეშურნენ ალექსანდრეს, 
ბაზრობასაც მივლენ მალე, და გაჰყიდნენ 
თოვლის გუნდას, როგორც მონად ჰყიდნენ ხალხებს.
გაოგნდა ეს თეთრი რაში, ვერაფერი ვერ მოასწრო,
სევდის ნაცვლად დაეუფლა, ის სურნელი 
სუფთა, სათნო. და მიჰყიდეს იგი ვიღაც ბეჩავ 
თურქთა ფაშას ბარბაროსს და უმახინჯესს. 
შემოსტყორცნა ულაყ მძიმე, ბარბაროსმა
წვრილთვალებამ, თან იცინა დიდსა ხანსა, 
უხაროდა, დიდი ვიღაც დაიმონა.
ბედაური ძლიერ ტანჯობს, არ უნდა მას შეგუება,
შემოაჯდა ფაშა მძიმე, რაშმა უმალ აიტყორცნა, 
გადმოაგდო ბარბაროსი, მიწა ცხვირით აყნოსინა, 
სულ ცეცხლები აყრევინა,
გააოგნა მან ბაზარი, დიდ ტალღის ქვეშ ჩააყვინთა,
გააგიჟა ეს ვერაგი, უხილავი დაანახა, 
და დიდ ნილოსს ყოვლისწამლეკს თავი მალე შეაფარა.
მოიმარჯვეს ცელი, შუბი, იარაღით ეცნენ მერანს ტანჯულს,
სისხლ ადინეს, გააწამეს და მოჰკვეთეს მისი თავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი