სიკვდილო
რომ ვიღვიძებ, განთიადში მეუფლება სილაღე, თითქოს რაღაც მაღალია დამანახა სიმაღლე, ქვემოთ რომ ჩამოვიხედე, ვიგრძენი მე სიავე. მოგონებამ გაიღვიძა, მუზა შემომერია არ მეგონა რომ ვიტყოდი სული არ გამტეხია. მე დავდივარ სიყვარულით, დამატარებს ფერია, გავურბოდი ვიღაც მოყმეს, ვიღაც იდუმალია, სულ ვფიქრობდი ეს ვინ არის, მგონი ჩემი ქნარია. ამხედრდება ცხენზე ხოლმე, სულ სხვა სანახავია, მუზარადსაც გაიკეთებს, რაღაც დასაბამია, ომს მიცხადებს ქნარის მკვიდრი, ფრიად დასანანია. აღარ ვფიქრობ, ვერც ვიცხადებ. გამიყარა შუბი, გულის აპკი გამიპო და გაიღიმა შუღლით. დავენარხცხე მომაკვდავი, ამომიღო გული. გაიცინა, გაიცინა, დამანახა სული, -დღეს შენ განისვენებ, სიტყვა იყო სრული. არ ვიცოდი რა მეფიქრა, არ ვიცოდი რა მეთქვა. ვაგდივარ მე სისხლისფერი და ვიცლები ნელ-ნელა. კმარა! კმარა! დავუყვირე, მაგრამ ვინ შემომეშველა, არ ვიცოდი რა მეღონა, არ იცოდა მზემაც. არ მინდოდა განსვენება, არ მინდოდა ცქერა. დედაჩემო მე მივდივარ, ვარღვევ უკვდავ მცნებას. დაამარცხა ჩემი სული ქნარის აღმაფრენამ. თვალში მზემ შემომანათა, ერთმა ჩემმა გედმა. და ვმღერივარ ამ სიმღერას, ვიღაც იდუმალი. ვეგებები და ხელს ვართმევ, ვით უტეხი ფარი. და მას შემდეგ რაც შევეხე სიკვდილს ჩემი თვალით. დავინახე, რომ მიყურებს ის ალალი თვალით, არ მეგონა, არ ვიცოდი, რომ ის იყო ასეთი, წარმომიდგა ვიღაც დიდი სიკეთისა სპასპეტი. მე კი ხალხნო თქვენ გიყურებთ სიკვდილის სამყაროდან, დედამიწას ავიღებ და ჩამოვიღებ თაროდან. დიახ, ხალხნო გავფრინდები კოსმოსში, მრავალ ვარსკვლავს მე ვიხილავ, დავბრუნდები ბოსფორში დღეიდან მე მქვია მკვდარი, მოტრფიალე დიდი მტკვარის, არ აქვს აზრი მოძიებას ყოველივეს არსის, სიკვდილი რომ მომადგება ყველაფერი ხდება ფარსი. გაიღიმეთ! გაიღიმეთ, ხალხნო მეტი იცინეთ! წუთისოფლის იუმორი თქვენი თვალით იხილეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი