ანდერძი


მე ახალგაზრდა მარად ვიქნები, 
მარად მოძულე თქვენი ვიქნები, 
აღარ გამომდის აქ მე ცხოვრება, 
მალე წავალ და სხვაგან ვიქნები. 

მე ის ერთი ბოროტი ვიქნები, 
სიყვარული რომ მოკლა გულში, 
რომ დაივიწყა კაცის პირისახე, 
რომ დაივიწყა თქვენი გონება. 

აღარ მინდოდა ბევრი ფლიდობა,
არც მინატრია ღმერთო გმირობა, 
ჩემი წყევლა უღრმესი ზღვაა, 
და სამარადისო მხოლოდ ურჩობა.

მე არასდროს მქონდა ერთი იმედი, 
ამპარტავნების რაინდად ვიქეცი.
 მე ვუარყავი წუთისოფელი და 
ყოველივე შემადგენელი. 

მე ჩემს წყევლასთან მარტო დავრჩები,
როგორც სიმრავლისა მარადმხილველი, 
მხოლოდ ის არის, ვინც მე დამინდობს, 
მხოლოდ ის არის ჩემი მომსმენი. 

ის წყურვილიც კი ჩემში მკვდარია,
რომ გააცოცხლა თვით ფრანკენშტეინი. 
დიახ, ეს არის ჩემი ანდერძი, ხავერდოვანი 
ცრემლის ნაჭვრეტი. 

და მე მიმავალი ღვთის სამსჯავროსკენ, 
ღრმად ქედმოხრილი მყარად დავდგები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი