პროტესტი
სამყაროს ბურუსი დაეპატრონა, ვით ჩემს გულს ლექსის ზრახვანი, ახლა ხვდება სამყაროს ბოლო პატრონა, წელავს სპექტაკლს ღმერთისა ბჭობა, თვალებს ლანდად შემოპარვია, მზის ბუღი თუ მზისა ალმური, ყოველი ვარსკვლავი მოპარულია, და სიმართლეა გადამალული, წუთი მიჰქრის უსწრაფესი ზვირთების მსგავსად, წუთისოფელიც იცდის , როდის ამოგხდის სულსა მაგრამ სიკვდილს ვტოვებ ყოველ ჯერს სახტად გავყურებ ღრუბელს შავსა და კლდეებს ბასრსა , ადამიანო რით ვერ დაგღალა, და მუქი ღრუბელი რით ვერ გაჰყარა, მეტი რა უნდა მოხდეს რაღა, სული გიშთანთქა მოულბობელმა ბრაზმა , ბედი გაწყრა და შეკრა კრული, ვით , მშიერნი გოლიათები, უფსკრულნი , გადავრდნილს , გულზე დაგედო წყლული და სიმშრალეს შემოაკვდა უდაბნო- სრული დაწვეს , ცაცხვი ,წაბლა, და გადააშენეს თვით ბზა, შენ ეკითხებოდე ჩემს ლექსს ასე ძლიერ რამ გააბრაზა?, არა სიმუხთლე , ბედის სიმწარე, არ ნახულია ვით თვით ედემი, თვით რჩეულები ჯვარსა შეაკრეს , ისე რომ თვით ბოროტებამ მწარედ იტირა , რომელმა გულმა სად მოილხინა? ღლიცინში ატარეს ჯანისა წლები , სახში სალხინოებელი შეცვალა ჭირმა, არავინ ამბობს, ყველა განიცდის , ხვდები? დარჩნენ ცოტანი - ვისაც ვერ ძლია წუთისოფელმა, დაჩაგრა ვეზირნი ,მრისხანე მეფეთა ძალაუფლებამ , მხოლოდ მოვითხოვ მოგვეცით სიკვდილის უფლება, ვით დათესილი თესლისგან , მრავალი სიცოცხლე წარმოიქმნება ცრუ მლოცველები , ცრუ ანაფორები, ბოროტს მისდევენ ,მაჯაზე მბორებით, ჩემი ფიქრები და ვარდთა კონები, მიწაზე ვაყარე მეგობარს გოდებით, და თუ კვლავაც განვმეორდებით, ამ პლანეტაზე ჭირის მოდებით, ისევ მკრთლად მოგვაგონდება, სულში ფიქრები წინა ცხოვრების , სხეული ქვიშაა ,სული ოაზისი, გარს ეალარსება დამწვარი მიწით , სად მოიძებნა ცხოვრების საზრისი, თუ არა, ტუსაღად შერჩენილ ფიქრით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი