ფიქრის სინაზე
ნაზი ტექსტი ეალარსება ტიტებს , ვით ქარი მოღუშლ ფიქრებს , რა ეშველებათ წვიმებს , ტირიან, მღერიან , სევდიან სიტყვებს, ნაზი ტექსტი ისევ ელარსება, მუზა როგორც მალამო ისე ედება,, ეს ბნელი ღამეც აღარ გათენდა და ეს კამარაც აღარ ბერდება , აივსება მუქი ფურცლები, აღარ უჩანთ ბოლო, მინდა ჩემი ნაწერებით ისევ ჩუმად გეამბორო , ნაწერები რომ განახო სული დაინახო, შემდეგ მახე თან დააგო, მიღალატო, ზღვაში გადამაგდო აქ არაფერი არ იცვლება ისევ მეფეები ხდებიან, შემდეგ დრონი მოდიან და მეფეები კვდებიან , მერამდენე ურო გაიცელა ვით გადახმა მინდვრის მარგალიტი, საძოვრები დარჩა მკვდარი, და ქარმაც თან დაუწყო ბალახებსაც ფლირტი, ახლა ზუსტად მუზა მეწვია , ისევ ჩამჩურჩულა , ,,ახლა შენი ჯერია " რა აკავებს მზეს ჩემამდე მოსასვლელს ? ალბათ ეს სიშორეც ჩემი განაჩენია , მახსოვს მზის და მთვარის ჩუმი კოცნა თითქოს რომანია დანტეს ბიატრისი, აღარ შველის სულს ეს მკრთალი ლოცვა და არც დეკემბერს აღარ ერგო თოვლი საკადრისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი