ბედმა მზაკვარმა
ასე ინება ბედმა მზაკვარმა ზოგს მისცა ფული , ზოგსაც დიდება, და ჩვენ დაგვტოვა გულგამოფხეკილნი რომ ჩვენს სატახტოს მუზამ იმეფა , ვეღარ გათენდა პოეტებისთვის ვით სილამაზე ზღაპრისა ბოლო, ასე ინება ბედმა მზაკვარმა მოგვცა სევდა და ნიჭი უბადლო, ამბობენ გიჟია , გიჟი , ქუჩის კაცია მოხეტიალე ბარბაცა ლოთია , ასე ამბობდნენ გალაკტიონზეც კარგი ლექსი აქ მაგრამ რო ლოთია, სასმელში ჩამწვარი მრავალი სტროფია, ლექსისა წერა რო მარტივი როდია, ასე ინება ბედმა მზაკვარმა , რომ ჩვენ გვემღერა ლექსები ვით ექსორია , შორეულ ცაზე ნამღერი ლექსები რომ ირეკება ნამქერის მსგავსად , და ჩვენ ჩაგვესმის მწარე ნოტები ბულბულის ნამღერი ნელა და ნაზად ვით მოშხამული თასის სიმურტლე , რომელშიც ტკბილ რძეს უდია ბინა , ასე ინება ბედმა მზაკვარმა დამარქვა პოეტი და მითხრა -მეტი რა გინდა? ამბობენ სიმდიდრე ნამდვილი ოქროა , მე კიდე ვფიქრობ ოქროც რო ცოდოა , მანაც ხომ იცის ჩვენი სიმდიდრე , რომ ჩვენში ადგილი გრძნობისა უფროა განა რთულია ლექსისა წერა? და მარტოობის უსაზღვრო შიში, ასე ინება ბედმა მზაკვარმა , ჩვენივე სიკვდილი ჩვენივე ჭირში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი