ჯერ ზამთარია უხმო და უთქმელი


სადღაც მთა ბარი იშრობს ნაწვიმარს
ცივა- საბანი აღარ წვდებათ ყვავილებს ნაკიმარს
სადღაც წამები ქრიან ქარების მსგავსად
ვაღვიძებ მთვარეს , დიდი ხნის ნამძინარს,

სადღაც კატა შეეფარება ნაგვიან ბუნკერს
ქუჩებში ფოთლები სცვივათ ხეებს ,
რა დააღამებს ნაღვლიან მთვარეს
სცვივათ წვეთები შიშველ ვერხვებს ,

გუშინ კლავდა იას ფიქრი
რომ მოედო მთებსა  ნისლი ,
სად წავიდა მზისა დარი
ყაყაჩოებს თან მოედო ნაზი  ნარი ,

გამახსენდა  დეკემბერია !
სულში მწუხარე ფიქრი რომ გაირია
გუშინ ლოთ ბაბუას სასმელი რომ აერია
ესეც ხომ მისი განაჩენია

იწმენდს ოფლიან ხელბს დეკემბრის სუსხი
რაც ჯაფა- ჯაფა ნოემბერს ატარა
თებერვალს  ისევ შეაკვდა რუხი
მზისა ნათება  ცისა  კამარა

და მაშინ ამაყად დგანან ძეგლები
თითქოს ჩუმია  მათში ის ღელვა
რაც ვერ იტია შავმა ზღვამ ცრემლი
ძეგლებმა იტვირთეს ჩუმი ის ვნება

დღეს გადაიტვრითა მძიმე მაჯები
წერენ და წერენ  ჩემი წამები
ვერა და ვერა, ვერ დავეხსენი
ბედისწერაა რომ ვეწამები

დათვის ბელები გარბიან ბუნაგში
და მცირე ხნიან ეშაპოტს უცდიან ველები
მე სიგარეტი , კვამლი და ფიქრი
ღამის მუზაა რომ ვერ ველევი

დილით ალიონს რჩება ფურცლები
მუქი მელანით ვით დანამული
შორია , შორი ვარდის ფურცლები
ჯერ ზამთარია ,უხმო  და უთქმელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი