თუ ქარიშხლისგან
თუ ქარიშხლისგან დამიხსნის იმედი და სასოება ხის ქვეშ დაიდებს ბინას, მაშინ იქნება უკანასკნელი სულის ფორიაქი და უშველო გვინვა, თუ კი მოკვდება ვერცხლისფერი წვიმა და მასთან ერთად ყოველი ვნება, მაშინ შევეფარები ფუტკრებს მე ცვილად და მაშინ გაქრება ჩემში მშვენება, თუ კი დავემონები ფიქრის შორეულ მორევს სადაც სახლობენ გველები ჭალის, დამკბენენ და მიმაძახებენ იქაურ ყოფას სადაც ბუდობენ ,სადაც გესლია კაცის , და თუ კი მესვრიან ტყუილით გაჟღენთილ ტყვიას მე სიმართლისთვის კვლავ დავიბადები, ვერ მომკლავს კაცისგან ნასროლი ტყვია თავადვე იცი რომ დიდი ხანია მე მკვდარი მქვია, და თუ კი შემეპარება მთვარეში ეჭვი და ღამე დამიმახინჯებს მუზებს ლანდებად გაშლილს, ისევ ნელი ნაბიჯით წავალ მტკვრის პირას და მივაკითხავ მდინარეს ტირილისაგან დაღლილს, მე ვერ ამრევენ ჩრდილოეთისა ქარები და მხოლოდ სულის წადილს დავემონები, და თუ კი აჯანყდნენ უკანაკსნელი სიტყვები მე ამ სიტყვებში დაბადებული ფიქრი ვიქნები, და თუ კი მოეწყინათ ვარდებს ,თავი ჩაექინდრათ დაბლა ვერხვებს მოეწყინათ გული, თავს დაატყდათ დამბლა, მე ვიქნები გედის მსგავსად სევდისფერი მგოსანი და შევამკობ ტრაგედიას სანამ ზეცას ავფრინდები მაღლა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი