ვკითხე გუშაგს


ვკითხე გუშაგს , ღამის აჩრდილს
თუ რა იყო ქვეყნად მწარე
მან კი მითხრა : ღამის წადილს
ჯერ ჩაწვდი და შემდეგ ნახე,

მოისვა ხელი მთვარეს და ცას შორის
ვით ულვაშების ის ღაწვებია,
ამაღამ ისევ წაქინდრა თავი
დღეები არის არ ძინებია,

მომიგო ჩუმად გამკრთალი სახით
და მითხრა ასე მორიდებულად,
,,რას დავეძებდი მე ამ სიმწარეს
ჯერ სიტკბოობა მდებია ობლად "

- არ გასულა წამი დროის
ისევ თვალი მე მომაპყრო
ალმაცერად შემომხედა 
და მომიგო მეგობარო:

- ,, ოქრო და ვერცხლი გუდას ავსებენ
და შემდეგ თავად თვითონვე  ცლიან,
ჯერ სიტკბოობის სიმწარე იგემე
ქვეყნად სიმწარე ამასა ჰქვიან,

ვერცხლის ჭალებში არ დაიბუდებს
ფაფარიანი მთისაო ლომი,
და  შემოდგომა არ დაიბედებს
ცხელსა და  ორთქლიანს ივლისსა მგონი,

ქვეყნად მწარეა კაცისა ენა
და არ არსებობს მისივე სწორი,
მას შეუძლია გიცოცხლოს გული
და თან მოგიკლას  იმედი, გონი

შენც ნუ იღონებ, 
ნუ გამოხურავ გულისა კარებს,
ქვეყნად ეძებე სიკეთე ტკბობის,
 თორე რა  დალევს  ავსა და მწარეს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი