გზა მონასტრისკენ
გავიღვიძე და გულზე დამედო ჯვარი შემომძახა მე რაღაცა ხმამან, გამიწყრა ბედი თუ გავწყვიტე ჯავრი მე ავიბარგე და წავედი მთაში,, გზაზე ფიქრებმა მომიწყეს ბუნტი საით მიდიხარ , საითკენ გეზი, აღარ მინდოდა მოხედვა უკან უკნიდან მოტურტურებდა ჩემივე ბრაზი, გულის საუნჯეს ეწადა ფრენა ბულბულნი მახლდნენ მგოსნების ხელად, და მიმღეროდნენ ნაზი იოგით, ვით ბოლო სიმღერა ისე განელდა, ხეობას ვიყავ ეული კაცი თითქოს აბრაგი ტყის მიდამოში, ჯერ იყო ცივი და უკარება არა ჰყვაოდნენ მარტისა ნუშნი, ეს იყო ზამთარს თებერვლის თვეში როდესაც საბანს არა აქვს ძალა, და ქათქათებდა მკერდზე მიწისა თოვლი თეთრი და კამკამელა მოღუშულ სახეს ფერად დაედო ალიონისა ბოლო ნათება, მაშინ, მაშინ მეგონა არ არსებობდა თვით უკვდავება, გადამეხვია ხეობის ქარი ისეთი იყო ისეთი ჩქარი რომ აამღერა თავად ვერხვები გულის წყრომით და ტვირთად სადები, მივდიოდი ბერთან მე მთაში გზაზე ქერონიმები შემომხვდნენ მაშინ და ასე მითხრეს ერთიან ხმაში" ,,რასაც მოჰმადლავ თან გაიყოლებ იმასვე ბარში" სახეზე დამეტყო ღელვა და წვიმა ჩემი ცრემლები მდიოდნენ კანზე, ვერ დავიჯერე მე ეს სიზმარი მეგონა მაშინ ვიყავი ცაზე , მიველ შატბერდს მონასტერსა როგორც მხეცი ბუნაგს მშიერი მჭამდა ჭმუნვა გულის წყლულად ვით იუდას ცდუნებათა იერი მორევს გავდა ჩემი სული და ზღვის ფსკერსა გაყინულსა თეთრად თოვლი შემეფეთა გუმბათს შატბერდს მონაგურსა მოვგონდი და ვიგრძენ ძლიერ რომ სამოთხეს მივაგენი, ცრემლად ვავსე ოკეანე და გამოჩნდა ჩემი ბედი, ისმის , ისმის ზარის რეკვა დამნაშავე თითქოს მე ვარ, სახარებას მიკითხავდნენ და მგლის თავიც შემეკედლა, ვნახე ძირძველ ათად - წესი შემონახულ ალალ ბედათ სად არსებობს ახლა ნეტა რაც მე ტკბობა დამებედა ძველ ქართულად სახარებას ხავერდოვან ხმამან უთხრა ,,ალი-ლუია ალი-ლუია" მამა იოესბმა ბრძანა დავემხე საყდარს მუხლის მოდრეკვით ფიქრები მღეროდნენ ნაღვლიან თავზე გარს დამხვეოდა სარკმლისა სუნი და სინატიფით მე შევიმოსე მე მივაბარე ეს დედამიწა მარადიულად ტკბობის სავანეს, მაშინ არ იყო ავდარი გულში და მაშინ ჰყვაოდნენ იები სულში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი