ქართაველი
დავბადებულვარ საქართველოში'' და ზურგზე ტვირთად დამაწვა ბედი ჩვენი ერია ის ერთადერთი ვინც შემიყვარა და მომცა მეტი გამომცადა და მითხრა ასე რომ თუ ქართველობას დავემდურები ჯერ ბედი ვცადო ქართა ველებზე და ფუჭად ქართველობას რომ ნუ გავუწყრები დღეს კი სტირიან ჩემი ძმები და ჩემივე დები ერთ დროს დიდი და მრავალი გზები ბარაქიანი და მადლიანი ყვაოდა ბზები ახლა კი ნაცარს დაემგვანა ჩვენივე ცეცხლი აღარც კაცზე ჩოხა, აღარც ხმალი ტანზე ახლა ვხედავ მოდგმა ნელ- ნელა რომ ვხდებით ხურდა ადრე ცაზე თუ კი ქუხდა ვიცოდით ჩვენ მუმლი მუხა ახლა კიდევ ცოტამ ნახა ძილის წინა ტკბილი ნანა რამ დაგვღუპა? სიმდიდრემ თუ თავმდაბლობამ ერთმანეთის ალაფ სროლამ თუ უბრალოდ უგულობამ მე კი ქართველობით ამაყი ვარ არ არსებობს უკეთესი ჩემთვის არის სანუკვარი მშობლის სიტყვა და ალერსი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი