სიმამაცე ,ღირსება
კაცზე უნდა ითქვას სიტყვა თუ კი იგი არის გმირის სწორი მისი სიმამაცე ბრძოლის ველზე უნდა იყოს ქების ღირსი არ იცოდეს შიშის სუნი მხოლოდ ღვთის და მხოლოდ დედის , ამა სოფელს დასტიროდეს მისი თვალი მისი ცრემლი მხედრის შიში არა ჰქონდეს იყოს მეფე ვითა ლომი მისი სიტყვა მოელვარე იყოს მჭრელი , იყოს ბასრი დაუტოვოს მშობელ მიწას განსწავლული მშობლის ყრმისა იქნებ ოდეს საგანძურად ქვეყნად გამოადგეს ვაჟის სიტყვა პატივი სცეს მშობელს თვისსა რიდი ჰქონდეს უფროსისა და გაააჩნდეს თავად წესი მარგალიტი ზრდილობისა აჰკიდებდეს ცხენსა კურტანს წარვიდოდეს ტყესა შინა ის უსმენდეს სიტყვას ოსტატისას ითვისებდეს როგორც თესლსა მიწა , იყოს ადამ მთელი ედემისა იყოს ფარი მისი ევას მას მისიად გამოადგეს უფლის სიტყვა ,უფლის ნება არ იკვეხნოს სიმამაცით და სიმდაბლე ობლად ჰქონდეს საქმე მისი სხვამ ადიდოს ასე ჰპოვებს თვით მარგალიტს, იყოს მდაბალ მისი თავი ასე უფრო ამაღლდება მოსწონს უფალს კაცი ბრძენი ერჩის მხოლოდ ურჩს და ბრიყვსა იყოს ერთგულ მეომარი საკუთარი მეგობრისა და ჭირში მყოფს მისი ხელი იყოს ხიდი წყლისა პირას ნურც იკვეხნის სიდიადით ოქროს წონით , ხმლისა ზომით , ახსოვდეს რომ ჭიანჭველას შრომით გასდის ცხელი ოფლი , იყოს ყველას თანასწორი პატივს ცემდეს მონას , მეფეს თუ ვეზირსა არც მეტი და არც ნაკლული ყველას ელის კუბო ხისა , ვერ წაიღებს ვერცერთ მეტალს გინდაც ოქროს გინდაც ალმას , მხოლოდ იტყვის მასზე კაცი იყო ღირსი საქებისა არ გააჩნდეს თვისებები მრუში გრძნობის და ერთგულად შეალიოს ქალსა გული არსად უყვართ მოღალატე კაცი ურჯულო და თვალთმაქცური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი