დადუმდნენ კლდენი


დიდი ხანია დადუმდნენ კლდენი
და ამოივსო მათი ნაპრალნი
უშედეგოა   განვლილი დღენი
და იშლებიან ვით  თოვლის ფერფლნი

სდუმან შორს მთებში მყინვარწვერები
ქათქათა თოვლით შეღებილები
საწყალნი ელიან მორიგ მოლაშქრეს
დაყრუვდნენ ახოვნად აზიდულები

მათ კი იციან თვით საიდუმლო
გზები ცისა და გზები მიწისა
მხოლოდ შემორჩათ ეს ნაზი სიო
ხანაც უხეში ბრაზი და  ექო

ისევ  ყვირიან  ტყესთან კლდეები
თავს აფარებენ ცისა წვეროებს
და მუდამ მათი  ექოველები
ესმის ბარსაც და ესმის წყაროებს

აღარ სტუმრობენ არც აბრაგები
ყველამ დაიდო ბინა ველებზე
მაგრამ კი უყვართ ის ძველი წლები
მრავალი ჯიხვი რომ  დიოდა   მხრებზე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი