მკვდარი პოეტების საზოგადოება
ნაზი ღამეა სავსე ამ დარდით რომ შეიცოდებს ცივი ავდარი, თავშია ფიქრი ანაზდეულად რომ შეიკრიბოს მათი ამქარი, გაერთიანდეს დიადი ხალხი დაბადებულნი ხელოვნებისთვის, ვერავის ეთქვას ავი და ახი მხოლოდ ვნებაა შემომქმედისთვის, არავის ყურსაც არ უხილვია გულუხვი ლიახვი და მდნარი ქვიშა არავის თვალსაც არ დაუთვლია ოქროთა წონა და მათივე ნიშა, ნურც შენ ეცდები ცასთან ვედრებას მისი ტრფობით რომ დაიბადები, მაშინ გიწყვეტენ შენ ამ გოდებას რომ სიდიადეს შეეწირები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი