ხან ვფიქრობ
ხან ვფიქრობ ქარებს არ ჰყოფნიათ სუნთქვა , წვიმებს არ ჰყოფნიათ წყალი, და საერთოდ არმგონია სტიქიების ბრალი , ხან ვფიქრობ წავიდეთ აქედან, დავტოვოთ სახლ-კარი, მაგრამ თუ ნეტავ სადმე არსებობს ჩვენი საყდარი? ხან ვფიქრობ ,მტერი და მოყვასი ჩვენივე თავია , და რომ ეს სიძულვილიც ჩვენივე ბრალია , მიწაზე მოდებულ მწვანე ნამია და ზღვაში გაჭრილი პატარა ნავია, და მე არ ვიცი თუ ეს მგონია რომ ეს სიცოცხლე სიკვდილსაც სჯობია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი