სიყვარული


ალბათ უნდა ვამკო კაცი
ვინც თქვა პირველად რომ შეუყვარდა ქალი,
მათ შორის ხომ დაიბადა სიყვარული
თავად გრძნობის უძლეველი დასი

და სასმისით ამას შევსვავ
როგორც სვავი ტკბილსა ლეშშა
დავეწაფე სიყვარულსა
როგორც მწარეს ისე ტკბილსა

ესა არა ჰგავს სხვა გრძნობებსა
მაგრამ სხვები გვანან მასა
ამის გამო იდუმალად
ემალება კაცის თვალსა

ძველად ასე არსებობდა
სიყვარულის დედაენა
და სახელად მას დაერქვა
ქვეყნის ქალი დედა ევა

იშვა ადამს გულში
სამყოფელი დედოფლისა
და მას მერე ყველა კაცსა
შეუყვარდა ქალი მზისა

მათ გორაკებს დარი ჰქონდა
და შეეძლო ეძრა მიწა
რა თუ არ სიყვარული?
სხვა რამ უნდა შეძრას მიწა?

სიყვარულს როგორც მარგალიტსა
დაწნულ -ანკულ განადიდსა,
ვერას აკლებს სიძულვილი
თავად ნაკლულ სიყვარულსა

ტრფობას როგორც სამკაულსა
ყოვლად ძვირსა სანუკვარსა
სულში ფესვებ გაბნეულსა
გულსა სახლად საზნაურსა,

ავსებს ქისას გამოფიტულს
წაჰკრავს გემო მაყვლის გულსა
წაბლად გნახე შეღებილი
იმდღეს ღამით სულ-წასულსა,

მიჰქრის დროის ბედ-ბორბალი
მეფენი და დრონი მოკვდნენ
მხოლოდ დარჩა უძლეველი
სიყვარული სულ - უკვდავი უვნებელი,

ასე ძვირი-სანატრელი
ყოვლად ჩუმად დამალული
გრძნობის დასის მებადური
ყოვლად წმინდა და წამული,

სიყვარული ,სიყვარული სიყვარული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი