სიცოცხლის ხე


მცხეთას თურმე განაპირას
მდგარა ნაძვი მარადმწვანე
და გადმოცემს შატბერდისა
იყო სიცოცხლისა თავად ეს ხე

იყო ედემს  გულსა შინა
სილამაზით ნათლის სწორი
მარადმწვანე ზამთარ-ზაფხულ
ნათლით ღვთისგან შემოსილი

მაცოცხლებელ არს კაცისა
გულსა იდუმალად ედებისა
იგი იყო თავად ქნარი
და სიმღერას ასრულებდა გედებისას

იყო ქართლში , პირას არაგვისას
მაღალ  მთაზე ,ტაძარს ჯვრისა შინა
მასთან ახლოს წყარო მოჩქეფს
ეძახიან დედის  ძუძუს , რძესა ტკბილსა

შორი ახლოს , მიდამოდან  მოდიოდნენ ცხოველები,
ფრთამოტეხილნ , დაჭრილნ გულით ,
დათრგუნულნი , დათუთქულნი
იგი ჰკურნავს ვაებისგან , მალამოა როგორც სიტყვა

არსად არის მისი ტოლი, მასზე კარგი სიტყვა თქმული
მოსჭრეს ეს ხე ქართველებმა
და აჰკინძეს სამი ჯვარი
ანაწილეს სამსა მთასა
სასწაული იდუმალი ,

მოდის ნინო ,წმინდა ნინო
ვაზით ხელში, ფეხის გულით ,
იგი სახლსა მცხეთას იდებს
და მკურნალობს სუფთა სულით

მე კი როგორც მელექსეთა
მიწევს  ვამხილ საიდუმლო
სვეტიცხოვლის მიწის შინა
არის სვეტი, კვართი წმინდა

კვართზე ხეა ამოსული
ქათქათაზე წმინდა , წმინდა
შემდეგ მოსჭრეს ეს ხეც უკვე
იგი არის სვეტი , სახლსა შინა

ქართველობას ნუ ემდური
თუ კი თავად ვერ ივარგე ქართლსა
შენ კი დაიბადე ბოლო ჟამსა
სადაც ხალხი განიკითხავს ხალხსა

რაც კი ოდეს დაფარულა
იყო რწმენით შენახული
საქართველო ვაზის  ყანა
იქნებ ოდეს გაბრწყინულ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი