თვალები გიგავს


თვალები გიგავს ალმას
შენი თითები თეთრ თოვლს,
შენი მზერა კი მაკრთობს
მე დამწვარი ვარ ამ დროს,

შენ გიმღერივარ ლექსებს
უხმოდ დაგტოვე ერთ დროს,
ახლა მძვინვარებს სული
 მე კი დავტოვე ის შორს,

განვერიდე მე წყეულ ამ ხმებს
რაც არ მასვენებდა შავ-ბნელ ღამეს
შენთვის ისევ ვიწვი ლამპარს
და ჩაკეტილს ლაბირინთში ვგავარ

სიჩუმეში გავამზადე კერა
არსად თქვა რომ მოვკდი
მხოლოდ შენი თვალებისა მჯერა
 დაა  ნაპირზე ვარ, ვით  დახავსებული ლოდი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი