ქარი
ქარი მკრთალად დაქრის, და სულში კოშკებს მიწას აცლის, ქარი მკრთალად დაქრის, მაგრამ ხეებს ტეხავს ლამის, ღრუბელს მიაქანებს ცაზე, გემის იალქანებს ზღვაში , დაჰქრის ქარი დაჰქრის, ტალღებს აფრიალებს წყალში, ღრუბლის ჩრდილი მოედება მდელოს, ისე სწრაფად გადაირბენს ჩრდილი ვაი თუ კი ცისა ნაპრალს გამოედო ვაი თუ კი დაიჭირა ჩრდილი, ქარი დაქრის და ბანსა არ აგდებს გაჰყვირის ხმამაღლა კლდისა ხევებში, გაბრაზებული უბერავს ნიავს, და ლაწალუწით ხეებიც მიაქვს, ქარი დაქრის ,ქარი დაქრის სულში დაქრის, სულთან დაქრის არ მეყოფა ეს სიავე და ვუყურებ თარეშს ქარის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი