სიბრძნის სიმფონია
ფიქრებო, უეცარნო გვრიტებო, იუწყებით მრავალ ამბავს, თქვენი თავი კაცის თვალსაც არ უნახავს, თქვენგან მრჩება მხოლოდ აზრი მწუხარე და იდუმალი, არსად არის ამის მსგავსი ნეტარება მიუვალი, უეცრად რომ გამოჩნდებით თქვენითა ვწერ, თქვენით ვამბობ თურმე ფიქრით აზრი იბადება ხოლო ჩუმად გამოითქმის სიტყვით სიტყვა როგორც მდუღარება რკინის, თუ კი ოსტატი ხარ გამოჭედავ დილით, მრავალგრძნობით დატვირთულნი, როგორც მშვილდნი ისე ბადებთ ისარს, გასაგმირსაც , ხანაც დალოცვილსაც არსად თმულა თქვენზე მეტი ცუდიც კარგიც,იდუმალიც, რას ინახავთ ამდენს ნეტა დაიღლა კაცის სულიც, მე კი მეშინია მისი რაც არ ითქმის თქვენით ამასობას დაემატება უცნაური გრძნობა მკრთალათ ,ჩუმად დაიბადა შეუგრძნობი წამი მაწანწალა გალეული კაცი წამსა ჰგავს და წაიქურცლა ღამით ჩუმად უცებ დაიღუნძლა მაშინ როცა ფიქრით სიტყვა გამოითქვა წამში თქვენით მომავალი იწერება და იფიქრებს კაცი რა ხარ ასე პატარა და იდუმალი განძი მარტოსული, როგორც უდაბნოა სად დაკარგეთ წყალი? მხოლოდ ერთს გთხოვთ შეიფარეთ ეს ლამაზი დარდი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი