მე და ის ლოთი
გარეთ ქარია ცივი დაისის სულში დარია და მიხარია, რომ მე ფიქრებმა ვერ გადამრია და კიდევ ხმა ისმის , ტაძრის ზარია, ყოველ საღამოს შებინდებისას კარებს ვიხურავ და გარეთ გავდივარ ყოველ დილას კი გათენებისას უკან ვბრუნდები მზის ამოსვლისას, გზაზე კი მხვდება ლოთების მეფე და მეუბნება შაირით ის მე, -რომ თითქოს მე ვარ მისი წამალი ,თუ როგორ მოსდის სულში ზამთარი, მაგრამ შორია მისი გზა ჩემგან ის ბინადარია ქუჩის და წვიმის, და მხოლოდ მრჩება მისგან ბილეთი ფიქრების ზღვების და ცივი წვიმების ასე გავაბამ საუბარს ლოთთან ალაპრაკებს გული და ღვინო, მე დაღვრემილი ვზივარ და ვუსმენ რომ უსამართლობას არაა აქვს ბოლო , ხის ძირში ვზივართ მე და ის ლოთი და თითქოს ორივე მივყვებით ლოდინს, სახე კი მიგვიგავს ორივეს მხეცის, მაშინ ვხვდებით რომ ორივენი ვართ მონები ბედის, ხანაც ვხვდები ონავარ მელას რომელიც ტყეში ჩუმად გაიქურცლება , რომ არ ბრწყინავდეს ეს მზე და მთვარე ნეტავი რაზე დავწერდი მე დღე და ღამე?! გარეთ ქარია და ცივი ღამე, მხოლოდ სულშია სითბოს სავანე , ვერავინ ვერსად ვერ გამაგებინა, რა არის ბედი და რატოა მწარე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი