წერილი


მოწამლული ვარ როგორც ვაშლი ედემის
არა სიცოცხლით ანდაც სიკვდილით ,
არამედ ჩერდება დროის სარტყელი
როცა მოფრინავს მტრედი თეთრი გრაგნილით,

არ არსებობს წამალი ჩემი
უკურნებელი კიბოს მსგავსია
შენ ასე მარტივად თითქოს გაიგებ
რომ ეს დარდი თითქოს და ჩემი ხვედრია

ყოველი ღამე ჩემი ფურცელი
ყოველი დღე კი ჩემი მელანი,
მე ვერ გაცვალე ეს მარგალიტი
სხვები კი ამბობენ რომ ვარ ღარიბი,

მესმოდა ტყეში სულების ყვირილი
ვედრება იების და ფოთოლცვენა
თითქოს მე ვიყო ის  დაკარგული  გამტარი ველი
და არ მინდოდა მესმოდეს მე მათი ხმები

მე ვარ ჭურჭელი დიდი პოეტის
და მისი სულის პირადი მცველი
ალბათ მოვედი და მეც გავქრები
მაგრამ დარჩება ჩემივე ფერფლი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი