ცის ქვეყანა


არ მყოლია მეფე !
არ მყოლია ბატონი 
მუდამ ცაში მოლივლივე 
ქვეყნიდან ვართ მარტონი
ერთი  ჩვენ და
მერმე  ხევსურეთსა 
შინა არის სოფელ  ხევსა 
თურმე მაშინ არ ჰყოლია
მტერი მზაკრი ჩვენ გორებსა
ტრაქტორიდან - ტრაქტორამდე
გადაჭიმულ მთელ ამ მდელოს
მებადურნი ჩვენ გახლავაართ 
მკვიდრნიც მიწას სანაქებოს
აღმოსავლის კარიიბჭეებს
მდგრადად იცავს ჩვენი ჯარი,
დავიბადე მე ქიზიყში 
და ვატარე უბატონოს  
ნიშან ჯვარი
გვეძახოდნენ ცისკრის ვარსკვლავს , ხანაც უფლის მოსვლის  სახლსაც ,
ჩვენთან განისვენებს წმინდა  ნინო , 
თავადა ვსვავთ  წმინდა  წყალსაც
და ლამაზია ალაზნის ველი
შემოდგომას  კი  მიწაზე ნამი,
სუ სხვა ჰაერი 
სულ სხვა შეგრძნება,
თითქოს იფიქრებ ჩერდება წამი
მტერს მოსულსა ჩვენს მიწაზე
შიში იტანთ მძრწოლიარე ,
გადაგვიჭრეს ვაზი ღვინის,
ეგონათ რომ დაგვამრცხეს ,
თურმე ვსვავდით ელექსირსა ,
ასე ვჯობდით მტრების გმირსაც,
და ვერავინ ვერ წაგვართვეს
მიწა კახეთს  შენაბერსა !
თუ ვერ  იხილე თამარის თავად დედოფლის ციხე ,
თავად დედოფლის-წყარო
ქიზიყის ძველი   სავანე ,
ქალაქი სიყვარულისა ,
სადაც მუდამ ღიაა კარი,
აბა გამოიცანი, ქალაქი გალავნიანი,
ეს სიღნაღია  , ქალაქი  შარაფიანი
სიმამაცით ჩვენი ხალხი
ტოლს არ უგდებს ძველ მეომრებს ,
თუ  კი ვინმემ აჰყო ხმალი
  ხმლისა ტარი  მტრისა სისხლით  შეღებილა
 რას არ ნახავ ამ ქიზიყში,
საქართველოს აღმოსავლეთს ,
ჩვენთან სხვაგავარ დღე თენდება 
ყოველ დილა მზე გვადგება ,
ყოველ ღამე დაღამება
ჩვენს ხალხს გულზე ებჯინება,
საქართველოს  კუნჭულს აქვე,
ბატონი არ ევლინება ,
ნურც შენ მოხვალ ცუდი ძრახვით , ალმაცერი მზერის  მსგავსი,
ჩვენ მიგიღებთ საქართველოს ,
ერთიანს და არა ცალკეს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი