თეთრი ღამე
თეთრი ღამეა , თეთრი ღამეა ტოკავს რაფაზე შავი ვარდები უძილობა კი ო რა ძნელია ! ო რა ძნელია ქათქათა ფურლცებს ავსებს მუქი დარდები ისევ გელიან, ისევ გელიან ფრთებშემოსხმული ქერონიმები შენგან დამალულს ,მღვრიე ოცნებას ამაღამ ისევ შენ შეებმები გულში კი მღერიან , გულში კი მღერიან, გედების დასი , ბულბულთა დასი ეს სიცოცხლე გაქ უკანასკნელი და შენ ბუხართან ფიქრები დაწვი ვერ გაექცევი, ვერ გაექცევი რაღაცა მოჰქრის თავის გოდებით, და ჩამწყდარია ის უნაზესი გიტარის სიმები ვერ აამღერებ , თუნდაც უკარი თავგამოდებით სადღაც მღერიან, სადღაც მღერიან იცლება კოკა და ვერცხლისა თასი არავინ იცის, არავინ იცის უკანასკნელი სიცოცხლის ფას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი