სოფელი
ნაყოფს ისევ გამოისხავს უბნის ატამი ალუჩას რომ დაეცემა ბავშვი არ დარჩება ნატამალი, და ის კაცი ბალს რომ მოჭრის რადგან არ შეჭამონ უფრო მეტი აი მაშინ ვფიქრობ სად წავიდა კაცის გული, იქნებ დრომ შეჭამა , თურმე მოკლა ანდაც სიხარული ჰქონდა სიხარბისა მაინც ისევ ისე მოწყვეტს ბავშვი არ გაუშვებს ბალსა მწიფსა სოფელს მახსოვს ზამთარ - ზაფხულ ჟრიამული , და ციგების შეჯიბრების ოქტაგონი ახლა კიდევ თოვლსა ვნატრობთ არსად მოსჩანს თეთრი თოვლი, სოფელს ჰქონდა ჟრიამული ჭია -კოკონობა მხიარული, ახლა კიდევ სევდას მიებარა ისტორია დიდებული, მახსოვს უშუქობა , სანთლის შუქი, და ღუმელის მცხუნვარება შეშა იწვის , შეშა იწვის, მაშინ სულ სხვა სიხარული ხურდა , მახსოვს ჩემი თეთრი ბელკა, უბანს კიდე შეჩვეული შავი ძაღლი ახლა მხოლოდ მოგონებად იქცა ძველი წლები ჭირ-ნახული ისე რა გაუძლებს სოფლის გვინვას ტირის გორა თეთრი ჯვრისა , გამოხურეს კარები და თან წავიდნენ ყველა კაცი ,ყველა ხნისა , სოფელს ისევ არტყავს წრეებს , ტყეთა ხმა და ტყეთა ფიქრი, ღამით მოსჩანს სოფლის თავზე მთვარის იდუმალი ნანატრთ სხივი, მე კი ბავშვი ვარ და მახსენდება ჩემი ორღობე და ჩემი გუდა ჩემი კერა ჩემი ბედი მე დღეს ვერა ვერ ველევი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი