გარდაცვალება შემოდგომის


ხეებს გასცვივდებათ ფოთლები
თითქოს მოკვდნენ მისი ტოტები,
გაშიშვლდება ნოემბერს
ვით ადამი შიშველი
ხეებს ცვივა ფოთლები
გამხმარი და ყვითელი,
ფოთლის ვარდნის მომენტი
ტირილი და გვინვები,
გაშიშვლდება მდელო
ია- ვარდით მობიბინე არე,
სულში მწუხრად დაიბედო
და გათენდეს გვიან ღამე,
შემოდგომა გარდაცვლილი                           
გარდაიქმნას თავად ქმნილი,
და ადროვოს ზამთრის კანსა
მისი ცვლილება და მისი ბედი,
დამწიფდება ღვინო,ვაზი,
ყურძენს დაჰკრებს კაცი -ქალი,
და უეცრად ფერს შეიცვლის
მიტოვებულ ღვინის თასი,
არა მარტო შენ შეიცვლი
მოვა სულის გამკრუნავი,
თეთრი, ნაზი ,სანუკვარი
ვით სიცივე და ზამთარი,
სულის აკვანს ისევ არწევს
სიცივისა ყველა სუსხი,
მწარედ გულში ღრმად რომ აღწევს
რუხი სევდის მრუში ფიქრი
სწორედ ეგ გკლავს
რომ მოდგება შემოდგომა,
ფოთოლცვენა,ნამთა დენა,
და რომ მეფობს სამეფოზე
სიჩუმეთა ამბოხება,
სწორედ ამას ჰქვია
შემოდგომის გარდა-ცვალება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი