შენ არ გიხილავს


შენ არ გიხილავს გულის საუნჯე
თვალ- მარგალიტებით მორთული ტახტი,
არც შეგისვია ოქროს სასმისი
ზურმუხტის ქვებში ნათალ ,ნაქარგი,
შენ ჩემში ხედავ ზამთარს, სუსხიანს,
და კარებს ჩაკეტილს თოვლით ნამიანს,
და ისევ ცუდად გახსოვარ იმ დღიურიდან
როდესაც წერდი ჩემზე  სტროფებს დარდიანს,
შენ არ გიხილავს გულთამპყრობელი მეფის ამბოხი
არც ვაზის ჯვრებში გამოწყობილი ამალა
არც სინათლისა მალამო მკურნალი
შენ არ გინახავს შავი დღეები და სიკვდილს მიბარებული კამარა
ვინც კი იტაცა სურვილმა უკვდავებისა
ბოლოს აღმოჩნდა უფსკრულის გულში
და წყარო გადმომდინარი მაღალი კლდიდან
წყრურვილს წააგავს შენსას, წვეთსა ბაგიდან
ერთხელ გაპარულს წავაწყდი სულსა
უკან გალია მოსდევდა რკინის
ეწადა გაფრენა ძალზე ძალიან
ვერ დაამწყვდია ბორკილის გალიამ
მიჰქროდა ღრუბლლისგან დახუნძლულ ცაზე
და ჩუმად მღეროდა უცნაურ სიმღერას
უცებ დაჭექა ელვამ მიდამო
და სულს დააძრო ფარფატა ფრთები
ტაძრის გუმბათი მოჩანდა მთებში
ნათალი ქვაბული კლდისა უღელში
დაბმული პრომეთე კავკასიონზე
და შავი ყორანის ნეშტი
სად ხარ წყაროვ უკვდავების
და ქვაბულო მხოლოდ ერთო
სად ხარ ვაზო,ნოეს ვაზო
და შროშანო ,დედოფალო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი