სიმარტოვე კვდება
სიმარტოვე კვდება და , ამ პეიზაჟში სიუხეშე რჩება, მხოლოდ უეცარი ვნებით დავცინი მე ჩემს სატირულ ლექსაც , არ შემრჩება დღესაც გასაიდუმლოებული ფიქრი , მაშინ იწყებს ღრჭენას და ფიქრები უქადაგებს მრევლსაც , არ მოკვდება ზეცა თუ კი ფრინველს ფრენის მიეცემა ნება, უკან დასახევი გზები დიდი ხნის წინ ჩაიკეტა , ისევ ლოთი პოეტების საფლავს ყვავილები შერჩა , კალიგრაფიებში ჩნდება მეტაფორის სუსხი ისევ შუაღამეს ურტყავს დრო და უღიმღამო ფიქრი, შენ კი მეტყვი ეს გზაა არის მცდარი მაგრამ ვინ გყავს სტუმრად როცა ბურუსია შავი? ჩემი ლექსებია მკვდარი ჩვენს შორის რომ იყოს სამუდამო ზავი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი