მე კი ვტოვებდი
მე კი ვტოვებდი წყეულ ამ სხეულს ვუახლოვდებოდი გრძნობას და განცდებს , მე კი ვტოვებდი ამ წყეულ ეგოს და თანახმა ვარ იმ განაჩენზე რაც უნდა მერგოს ეს ის სიოა ჩრდილოეთიდან რომ უბერავდა უწინ , და ნოემბერია , გაყვითლდა ვარდების ყუნწიც, იგრძნობა ქვითინი ცისა და მიწის , ჩემშიც კი ტოვებს კვალს უიარაღო ფიცი, მოსაღამოვდა , ზარბაზნებს ვტენი, და ღამე მთვარეს ყველა სიტყვას მიზანში ვესვრი, ხეტიალობას მოუკლავს კაცი,? არა მგონია ეს იყოს ავი, სანაპიროზე სიყვარული რომ მტოვებდა მაშინ, მაშინ არ იყო ვაება წამის , და არც წუხილი სავსე ამ დარდით მაშინ დაჰქროდნენ ქარები ფიცხი, და სიყვარულის ვარდები ჰყვაოდა იცი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი