ვეღარ იტევდა


ვეღარ იტევდა დარდის ფურცელი მონაქროლ ფიქრებს,
დამიჯერე რო მათაც რომ უჭირს,
ვეღარ იტევდა გულის ფიალა ამ დაცლილ კოკებს, დამიჯერე რო გული აგვევსო ბოდვით,
ვეღარც მე ვიტან ამ სხეულს სავსე ამ ცოდვით,
ნაყოფის ტკბობისგან გამომეცალა   ფესვი და ძირი,
 როგორ მოგნატრი, სადმე შევხვდებით,
სხვა განზომილებებს შევეგებებით, 
რა იქნებოდა არ ვყოყმანობდე, რა იქნებოდა ლოცვით რომ ვცოდავდე?
ან იქნებ ეს გზა ჩემი არაა,და მე სხვა გზაზე გადამამგზავრეს,
იქნებ ეს სილამაზე  სიმახინჯეა და სიმახინჯე  მშენიერება,
უკუღმართები დავრწწივართ, 
და უსიყვარულოდ მიწიდან გავრბივართ
და თუ ესაა სწორი ,?მაშ მე სისწორე არასდროს არ მითქვამს ,
 და მე მოვკვდები ისე რო ამ აღსარებას საფლავში ჩავიტან 
და შენ ნუგეშო არა მჭირდები  
გაყევი ამ ქარებს  და ნუღარ დამღალე
 არა მჭირდები, არა მჭირდები!
და ვისაც ჭირდები , იქ მოიავდრე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი