განდგომილი
მთებში გაჭრილ გულს ვეღარ აოკებს ბოლო ცდუნება , და ფრთებ მოკვეთილ დაჭრილ სულს უარი აღარ განეგონება, მხოლოდ დარჩება სიცივე ყვითელი ნოემბრის და კვლავ ზამთარი შუა ღამისას დაეზმანება გრძნობების საცავს დაეკარგა თურმე სიყვარული, მხოლოდ იწვის შეშის მსგავსად სიძულვილი, არსად ისმის დილის ჩუმი ჩამიჩუმი, და მზესაც ააქვს თავი ჩაქინდრული, დილას მამლის სტვენაც აღარ ისმის აღარ დაქრის სიო ნაზი, მხოლოდ გრიგალს მოეყარა საუკუნუდ შენახული ბრაზი, წვიმის წვეთიც წყდება ფოთოლს თავად მუხას კი ფოთოლი, მიქრის, მიქრის საპირწონოდ, როგორც მსგავსად ბედიღბალი, ტყდება კირქვით დაფარული ძველი მთები, ხმება თოვლით დანამული ველ მინდვრები, რჩება გადამწვარი ტყე -ტუნდრები, კვდება , კვდება ნაზი ყვავილები კვდება მიწა, კვდება ყველა წყრება ცა და ცაც კი კვდება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი