სად დავიბადე


მე სად დავიბადე  არც კი ვიცი
სამყაროა სიგიჟისა,
ამიხსენი გეხვეწები
 პლანეტაა სიკვდილისა?



აღარც ერი  არი მხნედ და 
ბერსაც დააკლდება მალე რწმენა
ეს რაშინელი სენი
შემგვეყარა დღესა!

მოკლეს  სიხარული
ადრე იყო ბარაქისა,
თურმე ტკბილი სიყვარული 
არსად ააქვთ  არავისა

 შენ კი მე მიწყრები 
რომ ვარ ჩუმად , ჩემთან, ჩემში
ვერ გაიგებ ჩემსა სიტყვას
თუ კი შენთან დაჰქრის ზღვები

ალბათ იტყვი რა მადარდებს
ანდაც სევდას რათ ვადიდებ, 
ძმასა ძმა რომ მოკლავს,
ზოგიც თავსა განადიებს



ისევ ცრემლად იქცნენ ნიაღვრები
ადრე ამ მდელოსაც სისხლი სდევდა
ცუდად შეიკეტა გრძნობა თავში
ახლა ამას ვდარდობთ ყველა~

მაგრამ სიხარულსაც ააქვს პირი
იდუმალი სხივთა წყობა
მაშინ ღამეს ვერ მიცანი?
რომ გეწვიე სტუმრად მთვრალი,

ეს სად დავიბადე არც კი ვიცი
ღმერთმა ცუდად ამირჩია სამყოფელი
მე კი ისევ ღმერთს ვაბრალებ
დაბადებას აქ მყოფელი,

არა განა მიწას ვჩივი, 
არ ვემდური მდელოს ნაყოფს
მე მივსტირი იმ ეპოქას
შოთას ,გალას და ილიას,



დაილოცოს ის მარჯვენა
რამაც აგო ცხოვლის სვეტი,
თუ კი ვერ ვაცხონეთ სული
სხვა ყველაფრის იმედია ფუჭი

გუშინ ისევ მეწვია  მე იდუმალი განცდა
გულში ჩამრჩა  დაფარული აზრი,
ჰორიზონტებს მიღმა ნავი ჩანდა
წყალი იყო  მღელვარე და მკრთლი

და ამ ნავზე დანარნარობს ქალი
ხანაც ველსაც მოედება ნარი,
 მითხარ სად არსებობს  მიწა 
საქართველოს მსგავსი?
 
ვერ ვაფასებთ  სიცოცხელს 
და სიკვდილისას პირას მყოფნი
ვნატრობთ  სხვა სიცოცხლეს
ჯერ არ გვიპოვია საიდუმლოს არსი



მე გულზე რო  ლოდი მადევს
და გაგიმხელ  ლექსში  
მაგრამ რა ქნას იმ ბეჩავმა
ვინც ვერ წერს და ვინც ვერ ხატავს

შეღამება შთმაგონებს 
მაძლევს იმედს  მთვარე მოელვარე,
რავქნა ნიჭი თუ კი ჩემი
ვერ დავტოვე , ვერ დავკრძალე

ახლა თავს კი ავუკრძალავ
უმიზნობას და ხეტიალს
ისევ   კედლებს მე გავუმხელ
საიდუმლოს ედემისას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი