***


აკვანში გავიზარდე და 
ნანას მიმღეროდნენ ღამის ქარები
მე კი შევყევი ამ ოკიანეს
ტალღებს ვეტრფი და ტალღებს მივყვები 
    ჩუმად ვზივარ და საკანში ვტკბები
     ჩემი ფანჯრიდან ქარიშხალია  
    გარეთ ქარები დაქრიან 
და რომ ცომ იცოდე სულშიც ავდარია

  შენ არ იცნობ  სევდას ძლიერს
პოეტს დაწერა უნდა ,მაგრამ აზრია მცირე
გუშინ გახსოვს ცას რომ მოადგა შავი ღრუბელი
 მაშინ ,მთვარიან ღამეს, მე შენს თვალებში რომ ჩავიძირე

რა გიმღერო თუ კი ხმა წამივიდა 
მინდა ნაზად წაგიმღერო დივლი -დალა 
მაგრამ თითქოს ემეცრობამ გამცრა საცერს
და ჩემმა ლექსმაც გადამღალა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი