არ ვეკუთნი ამ საუკუნეს
აურებელ ზღვათა სიმლაშეს , კაცს რომ დაახრჩობს ისეთ სიმწარეს ყოველთვის აწერენ ბედის კამათელს გაგორებულს და ფსკერზე დანალექს ვის წავუმღერო სიმფონიები მე აღარ ვეკუთნი ამ საუკუნეს რადგან გაფრინდნენ ჩემი ფიქრები და უცხო კარზე დააკაკუნეს კარს აღარ აღებს დიასახლისი და მეპატრონე არ მიპატიჟებს დღეს მზემ დასწყევლა სიძვის დიაცი მეც ეს სიავე აღარ მასვენებს არ შემაშინებს ტყიდან ღრიალი და დარიალიდან უცხო ტომები მე დამაბრუნეთ წლების წიაღში ხმალს ავიღებდი და ვიომებდი მოვატოვებდი იმ სიმარტოვეს რაც ჩემგან გარბოდა , მეძებეს ყველგან ,ვეღარც კი მპოვეს თვით ჩემი მუზაც ჩემზე დარდობდა მაწუხებს , ყოფა ერის და ბერის არ ვიცი სად ვპოვო წმინდა ის კრავი დღეს შეიმოსა სუდარით ბარი და მხოლოდ ანაღვლებთ ფული და თავი ალბათ მეც მესმის მათი ტკივილის ვით სიოს სიმღერა წვიმის თანხლებით ოცნება მქონდა წყალში ლივლივის და ეს ოცნებაც წამს გადამივლის , ნაღვლიან ცაზე ავხედავ ხანდახან და მახსენდება გედების ბალადა ჩამოიარა ბედმა კარდაკარ თან დაარიგა სიღატაკე და ოქროს კალათა ისევ ბნელეთში ,სანთლის შუქს ვანთებ მე ამ ეპოქას ვერ გავუძელი მზად არის ყოველი სტროფი უცვლელი იგივე რიტმით და იგივე სევდით ეს პლანეტა კი კვდება ქვითინით და მე ვერასდროს ვეღარ მინატრებს ახლა კი დარჩება უცხო სახენი და ბნელ სუდარას გადაიფარებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი