მაწუხებს ფიქრი


მაწუხებს ფიქრი ეულად 
რამდენი გვირილა შეახმა მინდორს 
ტყეს გაეკიდა ცეცხლი წყეულად 
ღამე გონება მწუხარედ ფიქრობს

რომელი საუკუნეა? 
უკუნითია სიბნელე 
სინათლე სანუკვარია
და ოცნებებში ვინატრე 

რისთვის მოვედი , ან სად მივდივარ
არ უჩანს ამ ფიქრებს ბოლო 
ვაი თუ გავქრე ვეღარ მიპოვო
მერე ტიტებს როგორღა ვეამბორო 

მეგობრად ვარჩიე მაღალი მთები
მონად  ვიქეცი  თავისუფლების 
მაგრამ ამბოხი  კაცს მაინც ახრჩობს
მამხნევებს ჩემი ჭირისუფალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი