ამორძალით შეპყრობილი


მიველ  ფიქრთა ტბასთან მარტო ,
თვალს მეხვია ტყის ბურუსი,
ბედმა ნება სიტყვის დამრთო
უხმოდ მეთქვა - ჩუმი სუსი 

ნეტა მაშინ გამწყრომოდა 
ბნელი ღამის  თეთრი  მთვარე,
როცა ჩემთან თვით ომობდა 
ამორძალით სავსე ღამე ,

სული ნაკვანძ-ნაკვანძ  ამოვქსოვე 
და მოვკალი საზარელი მტერი,
ულმობელი ,კაცთმოძულე, 
 მტერი ყოვლად მიწიერი  ,

სიძულვილში გახვეული გული 
დატყვევებული  თუ დათრგუნული ,
მოვხსენ ჩემი სამეფოდან,
ტახტი მივეც , სხვა სადგური ,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი