ტირის ზამთარი


მე ფიქრებს ცოდვად შემოვეჩვიე
და უმძრახობას ვაბრალებ სიტყვებს,
რაც ჩემში ვეღარ შემოვირიგე
ისევ ისაა თავს რომ მაყვარებს,

მე რომ მიყვარდეს ოქრო და ვერცხლი
ალბათ დავწერდი   დიდების სცენას,
მაგრამ ცოტათი შემომერია,
ტკბობა ფოთლების , და ფოთოლცვენა

 მოვკალი ისევ ღრმა  ბნელი ღამე
 ეგოს ვაშიშვლებ ჩემს უწმინდურთან,
ისევ ისეთი რამე დავწერე
რაც მხოლოდ ჩემია და უბედურთა,

გავეალერსე ცივს და სუსხიანს
გაზაფხულს იყო , ესე ამბავი,
რომ მაშინ  დამეწყო ისევ  ჭუჭყიანს,
ფიქრი ოცნების  ცოტათი ავი,

გაზაფხულს ვუსინჯავ სურნელს საამურს
რაღაც სხვა  არის , სხვა იდილია,
შეცვლილა ჩემში დროთა ქარები
დარდმა აყოვნა  ,ცრემლი იდინა

მარტი მოვიდა , დარდმა დამტოვა
და ობილივით მიმაგდო ბალახს,
მაგრამ გაზაფხულს ისევ მათოვა
და ჩემში ლექსი ეწვია ხალასს

ცოტა ხნით  ვტოვებ უკუნით ვარამს
და კვლავ ვაყვავებ იას და ზამბახს
ახლა დრო არის კვლავ გამიტაცოს
ფრენამ ზეცაზე ,ღრუბლების ხმამან

ხეებს ვატყობ რომ ეზრდებათ კვირტი
და ჩემთან ერთად ბრძენდება ფიქრი
ეს მეოცეა , მეოცე გრძნობა,
მეოცე წელი , რომელიც მიქრის ,

ეტლში გავაბი თებერვლის ჟამი
მე დავიღალე თუ მოვილხინე,
ახლა ისევ   გამიწყრა  სევდა,
რომელიც აქამდე მე მოვიწვიე ,

ნელ- ნელა კვდება  ჭაღარა მთების
წყევლად ედება სითბო და დარი,
სულსაც ეჩვენა შორი სინათლე
რომელიც  იყო აქამდე მკვდარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი