პოემა ჩემი
ქუჩაში ფეთქავს უკვირტო უნაბი და ქუჩის ძაღლები ყეფენ ხმამაღლა, ფიქრმა რომელმაც არ დამაძინა სწორედ ამ ფიქრმა ისევ დამღალა სხეულს ისევე სწყურია მიწა! რადგან არ არის ჩემთვის იოლი, რომ გადავიდე იმგვარ უფსკრულებს სადაც გაისმის სულთა ღრიალი, მე ჩაძირული ჭაობის თვალებით და მეოცნებე შრიალ მინდორზე, მომაგონდება ისევ წვალებით, მთვარის ღიმილი , მთვარის სინაზე, პოემა ჩემი ჩუმ ლეგენდებზე, იხევა კივილით მხედრული ასო, და მე ვუყურებ მშველელი მზერით მაგრამ იხრჩობა მისივე სასო , ცოტათი მინდა გული ვიჯერო და გავუხარო ბედი ჯულიას, რომ მე არა ვარ მისი რომეო და ერთად სიკვდილი არ გვიწერია ტრფობა სიცოცხლის სიკვდილის ტოლია და მეორდება კვლავ ეს სერია, მთვარეს ქორწილი მზეზე სდომია და ყველა ვარსკვლავი დაუსერია, აი გაწყდა სამოთხის ძაფი ჩურჩული ისმის ,კოცნა და ხვევნა სულში ჩაეფლო მოშაო ლაფი და ზარმა დაიწყო უსრულო რეკვა ეჰ, დამაყარე ნუგეში გულზე როგორც ბოლო ზმანება ღამის და კვლავ ურჩხული მოალბე ჩემში რომელმაც ძილში შემჭამა ლამის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი