პიესა -აღსასრული


და როდესაც იქუხებს ელვა,
კამკამა ზეცის პირული რომ დაბნელდება,
ამაზე ფიქრმა ტვინს გამიელვა,
კაცობრიობა ძირს დაეცამა ,
,
დაიქცევა ზეცა , ფირუზად შეღებილი,
კვლავ მეისრეები მოდიან ციდან
და დაღუშული მე ეს ცხოვრება
მალამოდ მედება რომელიც მცდიდა ,
ვითვლიდი წამებს როგორც ქვეყანა შვილებს
რაღაცა ილტვის , ჩემსკენ მოფრინავს
ღამე კოშმარი მანახებს ხილვებს
ხილვებში სამყაროს უკუნითს სძინავს ,
მუნჯი ამეტყველდება - ბრმები დაინახავენ
თითქოს ჩემი თვალები მომავალს ხედავენ,
ზეცას ცრემლები სცვივა და ,
ტყეები მკვდარ ხეებს მარხავენ ,
მაგრამ უფრო მძიმეა კაცისა ბედი,
ჩვენ დავიხრჩობით ცოდვისა ტბაში ,
უშეღავათო ლოცვა და დარდი,
გულს ჩაესობა მკვდარი ზღვა მლაში ,
ამპარტავნება იმეფებს სულში
და შეიძლება მოკვდეს სინდისი,
როგორ მოვალბო ურჩხული გულში
რომელიც ვერცხლებზე მყიდის
ვგრძნობ აფეთქდება ბოლოჯერ სამყარო
და ეს პიესაც აღსარებაა,
მე მინდა ქარებს კვლავ დავაბარო
მახსენეთ ღმერთთან ,ღმერთო მაღალო ,
ვხედავ ცეცხლი უკიდია კუპიდონს
და ასე იწვის გრძნობის ალერსი
ამიტომ მოვა ,ზეციდან მოვა
ჩემი სული და სამყაროს არსი
დაშრება ტბები ვით თვალის გუგები
და მაშინ ძლიერ -წვიმა იტირებს
ყოვლად მიწიერ მცხოვრებთა სულები
დაიტანჯებიან , ვინც კი სიბილწეს ციტირებს
ეს ლექსი არ არის
ეს არის ხილვა
რაც სულმა იგრძნო
და კვვლავ იხილა ,
საჰარის ქვიშა გახდება ყინვა
წინ ვინც იდგება - იქნება ბოლო,
ჩაიფრენს წუთი არწივისაებრ
და მას გაჰყვება მრავალი სხვა ბრბო ,
გარდაიცვლება მწარე სიკვდილი ,
და ამ სიკვდილით მოგიწევს რომ იბობოქრო ,
ვეღარ გიშველის ყვითელი ოქრო,
სულში მარგალიტს დასთესს უფალი,
ვინც ახლა აწამებს საკუთარ ბაგეს,
ავის ძახილთ - უკმეხი სიტყვით,
მერე იტირებს მლაშე ცრემლებით ,
ცრმლებით,რომლებიც აღარას გარგებს
ღაბაბს ჩამოწევს წითელი ვაშლი
და ინანიებს პირველ იმ წყვეტას,
როდესაც ყუნწმა შეიგრძნო წამი
წამი რომელიც ყველაფერს წყვეტდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი