ადამიანი არის უფსკრული
ადამიანი არის უფსკრული თვალები მისი ხრამია , მზერას შეუკრავს კრული და ერთმანეთი დაუჭამიათ, სიცარიელეს ავსებს სიბნელით მაშინ როდესაც ჩირაღდანია , ვერ ხვდება თავისი სიბრიყვით რომ ღმერთი დაუაკრგია , ცოტათი ავია, ცოტათი ჩქარი სულს ვერ აოკებს წყეულ სხეულში, აფორიაქებს პატარა ქარი და ქარს ერჩის მხოლოდ რვეულში , ტანჯავს მრავალი საწუთრო ფიქრი და მაინც სხვასთან როგორი ლაღია . მარტო რო დარჩება სევდას შეუთქვამს -უგულწრფელობა შენი ბრალია როგორი ნაზია ,როგორი უხეში ხანაც მეფეა და ხანაც მონა , რატო და რისთვის ჩაიხრჩო ბოღმას ისევ უჭირს სიმართლის პოვნა, მე კი მივხვდი ალისფერ ვნებას დაუკოებელს ,გარს რომ ეხვევა , მას ამოძრავებს მეფობის გზნება რომლის ჭაობიც ,გულს მოერევა ! აბა მკითხე როგორ მინდა გადავიდე ხვეულ ტყეებს , აბა მკითხე როგორ წვიმდა როცა შევრჩი გრძნეულ დღეებს, როცა მაკითხავდა მხოლოდ ლანდი ჩემი სულის უცხო მხარე, კვლავ მეგონა მუზის ფანდი, ვცახცახებდი მე მის ხმაზე, ადამიანი თვალუწვდენელი უფსკრულია სულში ღრიალებს ბოროტი ექო, ამბიციები სისხლში გაუსვრია როს მაშინ შეიტყო ძალაუფლების გემო , ცოტათი მიყვარს ,მაინც უფლის ხატია მართალია რომ ცოტათი მზაკრია , თუმც მისი სილაჩრეც ცხადია მუდამ ღმერთის გაყიდვის ცდაშია , მაგრამ რა მისი ბრალია , თუ გულს ჩესვო საცეცი ბოროტი , მე ამ პლანეტამ ასეთაც მაქცია ჩემი დარდები მემხილა ბლოკნოტში , ცოტათი ვჩქარობ ალბათ გაფრენას ალბათ ზაფრანის წყენაც გამყვება, რომ მე ლექსებში ვერ მოვიხსენე მისი სინაზე და აყვავება, და თუ ეს არის ჩემივე ცოდვა სულთან აღმართოს ხელმა ის სვეტად, არ დამასვენოს უგულო შფოთვამ ხეებს რომ ვეტრფი ადამიანზე მეტად .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი